ფეხბურთი

12:54 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" შესაძლოა ფრანსისკო კონსეისაო გადავიდეს

„პორტუს“ შემტევი ნახევარმცველი ფრანსისკო კონსეისაო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს.

21 წლის ფეხბურთელი „რიუ ავესთან“ მატჩის განაცხადშიც არ შეიყვანეს, რაც პორტუგალიური მედიის ცნობით, იმითაა გამოწვეული, რომ „იუვენტუსში“ კონსეისაოს გადასვლა გარდაუვალია.

პორტუგალიური მედიის ვარაუდი თუ გამართლდა, ნიჭიერი ფეხბურთელი „იუვენტუსს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით შეუერთდება.

ფრანსისკო კონსეისაო „პორტუს“ აღზრდილია, ერთი სეზონი კი „აიაქსში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110742