ფეხბურთი

11:05 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერხი რობერტო სერია A-ში ითამაშებს

იტალიურმა „კომომ“ ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი სერხი რობერტო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

სერხი რობერტო თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა იტალიურ კლუბში, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელი სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომლის თანაგუნდელიც იყო „ბარსელონაში“.

სერხი რობერტოს მთელი კარიერა „ბარსაში“ აქვს გატარებული, რომლის მაისურით 373 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102316