ფეხბურთი

12:20 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთის ნაკრების მცველი "რომაში"

„რომა“ საუდის არაბეთის ნაკრების და „ალ-ჰილალის“ მარჯვენა მცველს, საუდ აბდულჰამიდს დაიმატებს.

მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 25 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. აბდულჰამიდის სანაცვლოდ „რომა“ „ალ-ჰილალს“ 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

საუდ აბდულჰამიდი 2018-2022 წლებში „ალ-იტიჰადში“ თამაშობდა, ხოლო 2022 წლიდან „ალ-ჰილალის“ წევრი იყო და 119 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. საუდის არაბეთში მას 36 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114113