მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი ტრავმირებულია, რომელმაც დაზიანება ვარჯიშზე მიიღო.
ინგლისელს მარჯვენა ფეხის პლანტარული კუნთის დაზიანება აღენიშნება და წინასწარი ვარაუდით, ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ამ პერიოდში ლა ლიგის ოთხ, ჩემპიონთა ლიგის ერთ და ორ სანაკრებო მატჩს გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში ბელინგემმა „რეალს“ ორ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.