ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი „რაიო ვალეკანოში“ გადასვლასთან ახლოსაა.
კოლუმბიელი მადრიდშია, სადაც სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს და „რაიოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „სან პაულუ“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დატოვა.
ხამეს როდრიგესს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა და 125 მატჩში თავი 37 გოლით და 42 საგოლე პასით გამოიჩინა.