ფეხბურთი

0:44 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატი გოლით დაიწყო

საუდის არაბეთი პრო ლიგის ახალი სეზონი კრიშტიანუ რონალდუმ გოლით დაიწყო, თუმცა „ალ-ნასრმა“ „ალ რაედი“ ვერ დაამარცხა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 34-ე წუთზე სადიო მანეს პასით მოახერხა ანგარიშის გახსნა. სტუმრებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ 76-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმა.

„ალ-ნასრი“ საუდი პრო ლიგის მეორე ტურში 27 აგვისტოს „ალ ფეიჰას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123301