ფეხბურთი

0:22 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" ესპანელი შემტევი დაიმატა

„ვალენსიამ“ 30 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუის რიოხა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

რიოხამ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 22-ნომრიანი მაისური მოირგო.

რიოხა 2019 წლიდან „ალავესში“ თამაშობდა, სადაც 189 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ალმერიაში“, „მარბელიაში“ და „რეალის“ მესამე გუნდში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113474