ფეხბურთი

23:40 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალამ 75 მილიონსა და საუდის არაბეთში წასვლაზე უარი თქვა

„რომას“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.

არგენტინელი „ალ-ქადსიასთან“ შეთანხმებული იყო, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა შეთანხმებული და ამ პერიოდში 75 მილიონი ევრო უნდა მიეღო. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, დიბალა საუდის არაბეთში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ გადაიფიქრა.

„დიდი მადლობა „რომა“, შევხვდებით კვირას“, - დაწერა სოციალურ ქსელში პაულომ, რითაც მან გულშემატკივრებს აცნობა, რომ გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

პაულო დიბალა „რომაში“ 2022 წლიდან თამაშობს 78 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „იუვენტუსის“ (293 მატჩი, 115 გოლი) და „პალერმოს“ (93 მატჩი, 21 გოლი) ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116732