ფეხბურთი

18:29 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" მთელი გუნდი სატრანსფერო ბაზარზე დააყენა

„ლიონმა“ მთელი შემადგენლობა სატრანსფერო ბაზარზე დააყენა. როგორც L’Equipe იტყობინება, კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31 აგვისტო) 100 მილიონი ევროს გაყიდვები უნდა გააკეთოს.

ეს იმისთვისაა საჭირო, რომ კლუბმა ფინანსური ფეარ პლეი დაიცვას და თავიდან აირიდოს მოსალოდნელი სანქციები, რომელიც შეიძლება ფრანგული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან დაეკისროს.

ჯერჯერობით, „ლიონმა“ მხოლოდ 25 მილიონი ევრო გამოიმუშავა ჯეკ ო’ბრაიენისა და სკელი ალვეროს გაყიდვით. ფრანგული კლუბი მზადაა დარჩენილ დღეებში გაყიდოს თავისი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც, თუ შესაბამისად შეთავაზებებს მიიღებს და ჯონ ტექსტორის კლუბი მზად იქნება მოისმინოს შეთავაზებები თავისი გუნდის ყველა მოთამაშესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ მიმდინარე ზაფხულს „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ გიორგი მიქაუტაძე შეიძინა, რომელსაც დებიუტი გასულ კვირაში „რენის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ჰქონდა.

0.1203