ფეხბურთი

20:15 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში

„ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი უშუალოდ ლა ლიგა 2-ის ვებგვერდზე გამოარჩიეს. გიორგიმ ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა და მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).

„ლევანტე“ ლა ლიგის მეორე ტურში 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კადისს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113431