სერია A-ს მეორე ტურში „ბოლონიას“ წინააღმდეგ „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ეჭვქვეშ არ დგას.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, შვილის დაბადების გამო კლუბმა კვარას ორდღიანი შვებულება მისცა, შესაბამისად, ქართველი სამშობლოში ჩავიდა, მაგრამ დღეს ის იტალიაში დაბრუნდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
გარდა ამისა, კვარაცხელიას არც თავის პრობლემა აწუხებს, რომელიც „ვერონასთან“ შეხვედრაში შეექმნა, ამრიგად, „ბოლონიას“ წინააღმდეგ მოედანზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.