საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ინგლისური „ლივერპული“ ესპანურ კლუბთან პრაქტიკულად შეთანხმდა ქართველის ტრანსფერზე.
„მამარდაშვილით არა მარტო „ლივერპული,“ არამედ ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული. ის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, თუ საუკეთესო არა. ტურნირზე ბევრი რამ გააკეთა. „ლივერპულში“ სრულიად დამსახურებულად გადავა, ამაში დარწმუნებული ვარ.
ევროზე ბევრი მეკარე არ ბრწყინავდა. გარდა ამისა, ესპანეთის გასულ ჩემპიონატში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგი აგვისტოს ბოლომდე აუცილებლად იქნება „ლივერპულში“, - ციტირებს დემეტრაძის სიტყვებს championat.com.