„ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა გაამხილა, თუ რა რჩევას მისცემდა „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს.
„არ გაუშვათ მარტივი გოლები. და საერთოდ არ გაუშვათ. უბრალოდ შეასწორეთ თქვენი დაცვის შეცდომები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან „იუნაიტედმა“ გასულ სეზონში ძალიან ბევრი გოლი გაუშვა. შეიძლება მოსაწყენად ჟღერდეს, მაგრამ ისწავლეთ გუნდურად დაცვა. იყავით ერთი მთლიანობა“, - ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს FUTBIN.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გასული სეზონი ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე დაასრულა. ტენ ჰაგის გუნდმა 38 მატჩში 58 გოლი გაუშვა და 57 ბურთი გაიტანა.