ფეხბურთი

12:50 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: „ნოიერის გადაწყვეტილება გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ მართებულია“

მიუნხენის „ბაიერნის" თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანიის ნაკრებიდან მეკარე მანუელ ნოიერის წასვლის შესახებ ისაუბრა.

„ნოიერმა ნაკრებში ბრწყინვალე კარიერის წყალობით უკვე დაწერა ისტორია. ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო გერმანელი მეკარეა. მან შეცვალა მეკარეების თამაში, ახალ დონეზე აიყვანა და ახალი სტანდარტები დააწესა. მას მთელი მსოფლიოს მეკარეები ბაძავდნენ. სიტუაციას ნოიერის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, მხოლოდ „ბაიერნზე“ ფოკუსირების გადაწყვეტილება სწორია. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალი სეზონი უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე წინა“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bayern&Germany.

38 წლის ნოიერმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ 21 აგვისტოს განაცხადა. ჯამში მან თავისი ქვეყნის ნაკრებში 124 მატჩი ჩაატარა, გახდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი სამხრეთ აფრიკაში და ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი (2012, 2016).

0.132567