ცნობილმა პორტალმა Goal.com-მა ფეხბურთის ისტორიაში 15 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი 2017 წელს უსმან დემბელეს დორტმუნდის „ბორუსიიდან" „ბარსელონასი“ გადასვლამ დაიკავა. მეორე - ბელგიელმა გარემარბმა ედენ აზარმა „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლამ (2019), მესამე პოზიციაზეა ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 2018 წელს.
სატრანსფერო ჩავარდნების სრული სია Goal.com-ის მიხედვით:
უსმან დემბელე (საფრანგეთი) - დორტმუნდის „ბორუსიიდან“ „ბარსელონაში,“ 2017, 135 მილიონი ევრო.
ედენ აზარი (ბელგია) – „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში,“ 2019 წელი, 120,8 მილიონი ევრო.
ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია) – „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში,“ 2018, 135 მილიონი ევრო.
პოლ პოგბა (საფრანგეთი) – „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში,“ 2016 წელი, 105 მილიონი ევრო.
რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – „ინტერიდან“ „ჩელსიში,“ 2021 წელი, 113 მილიონი ევრო.
ჟოაო ფელიქსი (პორტუგალია) – „ბენფიკადან“ მადრიდის „ატლეტიკოში,“ 2019 წელი, 127 მილიონი ევრო.
ნიკოლას პეპე (კოტ დივუარი) – „ლილიდან“ „არსენალში,“ 2019 წელი, 80 მილიონი ევრო.
ჰარი მაგუაირი (ინგლისი) – „ლესტერ სიტიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში,“ 2019 წელი, 87 მილიონი ევრო.
ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) - მადრიდის „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში,“ 2019, 120 მილიონი ევრო.
ალვარო მორატა (ესპანეთი) - მადრიდის „რეალიდან“ „ჩელსიში,“ 2017 წელი, 66 მილიონი ევრო.
რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – „ევერტონიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში,“ 2017 წელი, 84,7 მილიონი ევრო.
კეპა არისაბალაგა (ესპანეთი) – „ატლეტიკიდან“ „ჩელსიში“ 2018 წელს, 80 მილიონი ევრო.
ნეიმარი (ბრაზილია) – „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს, 222 მილიონი ევრო.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – „ინტერიდან“ „ბარსელონაში,“ 2009, 69,5 მილიონი ევრო.
ხამეს როდრიგესი (კოლუმბია) – „მონაკოდან“ მადრიდის „რეალში,“ 2014 წელი, 75 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის ყველაზე მეტი წარუმატებელი ტრანსფერი გახლდათ „ბარსელონაში“ (4), „მანჩესტერ იუნაიტედსა“ (3) და „ჩელსიში“ (3).