საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებიან.
2024 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვერას ასევე ესწრებოდა აფფ-ს გენერალური მდივანი ელხან მამედოვი და სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სფფ-სა და აფფ-ის შორის სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს, რომელიც მათივე თქმით ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას.
GFF.GE