ფეხბურთი

16:53 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ჟოაო ფელიქსი დაიმატა

ლონდონის „ჩელსის“ დაახლოებით 50-მდე ფეხბურთელი ჰყავს, საიდანაც 17 ტრანსფერზე დაყენებული, მაგრამ ინგლისური კლუბი ბაზარზე მაინც აქტიურობს და ჟოაო ფელიქსი დაიმატა.

პორტუგალიელის ტრანსფერი „არისტოკრატებს“ 49 მილიონი ევრო დაუჯდათ. „ატლეტიკოს“ აწ უკვე ყოფილმა შემტევმა ინგლისელებთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჟოაო ფელიქსი „ბენფიკას“ აღზრდილია, „ატლეტიკოს“ კი 2019 წელს შეუერთდა და 131 მატჩში 34 გოლი გაიტანა, 18-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ის „ატლეტიკოს“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია 127 მილიონ ევროდ.

გასული სეზონი მან იჯარით „ბარსელონაში“ გაატარა (44 მატჩი, 10 გოლი), ხოლო „ჩელსიში“ 2022-2023 წლების სეზონში ასევე იჯარით თამაშობდა, როცა 20 შეხვედრაში 4 გოლით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125149