„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფერმინ ლოპესი შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. მიზეზი? პირატულ საიტზე ფეხბურთის ყურება.
ესპანელმა ფეხბურთელმა „ვალენსია“ – „ბარსელონას“ მატჩის დროს ინსტაგრამის სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ის თამაშს ერთ-ერთი პირატულ საიტზე უყურებდა, რაც ლა ლიგაში აკრძალულია. ამ თამაშის ჩვენების ექსკლუზიური ჩვენება ესპანეთში DAZN-ს ჰქონდა.
პოსტი ფერმინმა მალევე წაშალა, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია მაინც ემუქრება, ჯერჯერობით, უცნობია რამდენ მატჩიანი.
ფერმინ ლოპესმა ოლიმპიადაზე ითამაშა და ამიტომ, ჯერ ისევ შვებულებაში იმყოფება.