გერმანული გამოცემა bnn.de იტყობინება, რომ „კარლსრუეს“ ფანებში ბუდუ ზივზივაძის მაისური გაყიდვებში მეორე ადგილზეა.
გულშემატკივრებში ყველაზე მოთხოვნადი გუნდის კაპიტნის და მე-10 ნომრის, მარვინ ვანიცეკის მაისურია, ხოლო ამის შემდეგ ბუდუს 11-ნომრიანი მაისური იყიდება. მესამე ადგილზე დავიდ ჰეროლდია, რომელიც 20 ნომრით თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სამ შეხვედრაში თავი 4 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.