ფეხბურთი

13:09 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" შესაძლოა ოსიმენის ტრანსფერს მიუბრუნდეს

ლონდონის „არსენალი“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს მიუბრუნდა.

როგორც იტალიური მედია წერს, ინგლისელებმა შეიძლება „აძურისთან“ მოლაპარაკებები დაიწყონ ნიგერიელი ფორვარდის შესახებ, რომელსაც კლუბის დატოვება სურს.

„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსიში“ ოსიმენის ტრანსფერი არ შედგა, შესაბამისად, მას სხვა ვარიანტის ძებნა უწევს. ჯერჯერობით, ვიქტორი „ნაპოლიში“ არც კი თამაშობს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი მომავალი უნდა გაირკვეს.

„ნაპოლი“ ოსიმენს 100 მილიონ ევროზე მეტად აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116789