„ნაპოლის“ „ფიორენტინას“ და მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი დაუკავშირეს.
იტალიური მედიის ცნობით, ფლორენციელები არ არიან წინააღმდეგი, რომ მაროკოელი ფეხბურთელი გაასხვისონ და ანტონიო კონტემაც ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ასე რომ, შეიძლება კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამრაბატს „ნაპოლიში“ სკოტ მაკტომინეის ალტერნატივად განიხილავენ, რადგან შოტლანდიელი ნახევარმცველი იტალიური კლუბისთვის ძალიან ძვირი ღირს.
ამრაბატმა გასული სეზონი იჯარით „მანჩესტერში“ გაატარა, სადაც 30 შეხვედრაში თავი ვერ წარმოაჩინა და „ფიორენტინაში“ დაბრუნება მოუწია.