ფეხბურთი

17:10 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" მამარდაშვილის შეძენასთან ახლოსაა, მაგრამ იჯარით "ვალენსიაში" დატოვებს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ახლოსაა „ლივერპულში“ გადასვლასთან.

ესპანელი ჟურნალისტი ექტორ მორენო იტყობინება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ინგლისური გრანდის გეგმა შეიცვალა, რადგან ახლა „ბორნმუთში“ განათხოვრებას აღარ აპირებს, არამედ „ვალენსიაში“ იჯარით დატოვებას.

ეს ვარიანტი მისაღებია, როგორც მამარდაშვილისთვის, ისე ესპანური კლუბისთვის, ასე რომ, დიდი შანსია, გიორგიმ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმოს, მაგრამ ეს სეზონი „ვალენსიაში“ გაატაროს და „ენფილდ როუდზე“ გაისად გადავიდეს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ გადაიხდის წელს ქართველი მეკარის ხელფასს - „ვალენსია“ თუ „ლივერპული“.

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი სავარაუდოდ, დაახლოებით 35 მილიონ ევროდ განხორციელდება. 23 წლის მეკარე „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და დღემდე 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.118728