ფეხბურთი

14:18 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მბაპეს მიმართ დავალიანების გამო გარიცხონ

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ შესაძლოა 2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგიდან დაითხოვონ, კლუბის ყოფილი მოთამაშის, კილიან მბაპეს მიმართ საკონტრაქტო დავალიანების გამო - წერს Le Monde.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით ქვეყნის ლიგისა და უეფას იურიდიულ კომისიას მიმართა, რათა პსჟ-ს, სადაც მანამდე თამაშობდა, ძველი კონტრაქტით კომპენსაციის სახით 55 მილიონი ევრო გადაეხადა.

საფრანგეთის ლიგის ჩართვამ ამ საკითხში შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს პსჟ-სთვის, რადგან ორგანიზაციას აქვს უფლება დააწესოს კლუბისთვის სატრანსფერო აკრძალვა, ასევე გაუუქმოს უეფას ლიცენზია, რაც გამოიწვევს ჩემპიონთა ლიგიდან დაუყოვნებელ გარიცხვას.

წესდებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერმა კლუბმა, რომელიც მონაწილეობს უეფას შეჯიბრებებში, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ მწვრთნელ-ფეხბურთელებისა და პერსონალის მიმართ სახელფასო დავალიანება არ აქვს.

ასე რომ, პსჟ-მა შესაძლოა დაკარგოს უეფას საკლუბო ლიცენზია 2024/2025 წლების სეზონისთვის, უეფას რეგულაციების შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება კლუბების ლიცენზირებას და ფინანსური სიცოცხლისუნარიანობას.

შეგახსენებთ, რომ მბაპე ამჟამად მადრიდის „რეალში“ თამაშობს, სადაც გასულ ივნისს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა პსჟ-დან და ხუთწლიან კონყტრაქტს მოაწერა ხელი.

0.1131