ფეხბურთი

19:52 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: "გრანადასთვის" პირველი ტურის სასიხარულო ამბავი წიტაიშვილია"

ესპანური გამოცემა AS-ი „გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილს დებიუტს აფასებს. როგორც ცნობილი ვებგვერდის სტატიაშია აღნიშნული, „გრანადასთვის“ პირველი მატჩის ყველაზე გამორჩეული ამბავი წიტაიშვილის კარგი თამაში იყო.

„ქართველი გარემარბი გასულ ხუთშაბათს ყველაზე გამორჩეული იყო „ალბასეტეს“ წინააღმდეგ. ის ერთ-ერთი სასიხარულო ამბავია, რაც პირველმა ტურმა „გრანადასთვის“ მოიტანა. გილი აბასკალის გუნდმა ცუდად არ ითამაშა, მაგრამ ხუთწუთიანი გათიშვა ძვირად დაუჯდა. ამ შეხვედრაში „გრანადადან“ 11 ნომერი ყველაზე გამორჩეული იყო. ის თვალშისაცემი იყო. წიტაიშვილი არის გარემარბი, რომელსაც აქვს სიჩქარე, ძალიან კარგია ბურთის ფლობაში და კარში დარტყმაც კარგად შეუძლია. აბასკალი მას მარჯვენა ფლანგზე იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ცაციაა”, - წერს გამოცემა.

გიორგი წიტაიშვილი „გრანადას“ კიევის „დინამოდან“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. „გრანადა“ ლა ლიგა 2-ის მეორე ტურში 24 აგვისტოს, სტუმრად „ფეროლს“ დაუპირისპირდება.

0.122663