ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა მისლავ კაროგლანმა ვლადიმერ მამუჩაშვილის დებიუტზე ისაუბრა.
ქართველმა ფეხბურთელმა მოლდოვის ჩემპიონის, „პეტროკუბის“ წინააღმდეგ 88 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა - 1:0. მან პირველად მოირგო ტირასპოლური გუნდის მაისური.
„კარგი და სტაბილური იყო. თამაშობს ისეთ პოზიციაზე, სადაც ბევრი მოძრაობა გჭირდება. გუნდთან ადაპტაციისთვის დრო ჯერ კიდევ სჭირდება, მაგრამ პირველ მატჩში საიმედოდ ითამაშა“, - თქვა მოლდოვური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ მამუჩაშვილმა „შერიფთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო ტურში, 25 აგვისტოს, ტირასპოლელები „ზიმბრუს“ შეხვდებიან.