მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში წარუმატებელი სტარტი აიღო, რადგან კარლო ანჩელოტის გუნდმა „მალიორკასთან“ წაიფორხილა.
მადრიდელები მალევე წინ გავიდნენ როდრიგოს ეფექტური გოლით, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე ვედათ მურიქიმ წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში „მალიორკამ“ ანგარიში შეინარჩუნა, ეგ კი არა, მოგებაც შეეძლო, შეხვედრის მიწურულს ორი ძალიან სახიფათო მომენტი სათანადოდ რომ დაესრულებინა.
კილიან მბაპემ ლა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა, თუმცა უგოლო. „რეალს“ წინ 25 აგვისტოს, „ვალიადოლიდთან“ საშინაო შეხვედრა ელოდება.