ფეხბურთი

0:27 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "კვარამ თავის არეში დარტყმა მიიღო, მაგრამ ახლა კარგადაა"
"ოსიმენზე შეკითხვები კლუბს უნდა დაუსვათ და არა მე"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„კვარაცხელიამ თავის არეში დარტყმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა. ალბათ, მეტოქე იმსახურებდა გაფრთხილებას, მაგრამ ახლა კვარა საკმაოდ კარგადაა.

მე ვიღებ პასუხისმგებლობას და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, აქ დიდი ენთუზიაზმით მოვედი, რადგან ეს ქალაქი ამას იმსახურებს და იმედია, ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ. პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, შემდეგ ნათელია, რომ როდესაც ასეთ გუნდს ეთამაშები, ბევრი მომენტი ვერ გექნება, მაგრამ რაც გაქვს, ის უნდა გამოიყენო. მეორე ტაიმი ძალიან რბილად დავიწყეთ, გოლი გავუშვით და ამან დაბნეულობა გამოიწვია, მზეზე თოვლივით დავდნით და ეს მიუღებელია. ახლა აზრი არ აქვს იმის გამეორებას, რაც გუშინ ვთქვი.

ოსიმენის გამოყენება არ შეიძლება? ეს კლუბს უნდა ჰკითხოთ და არა მე. ოსიმენი პრესეზონზე ცალკე ვარჯიშობდა, ამიტომ, კლუბს უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა და არა მე. პირველივე დღიდან ამ სიტუაციაში მაყურებელი ვარ. ნებისმიერი ფეხბურთელის მიუხედავად, გუნდი უფრო მეტ სურვილს უნდა ავლენდეს, სირთულეებში ძალიან გვიჭირის, ეს სერიოზული საკითხია. ამის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, მოთმინებაა საჭირო, რომ გუნდს მენტალიტეტი შევუცვალოთ და გავიზარდოთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 25 აგვისტოს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105265