ფეხბურთი

0:45 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის პირველ ტურში პენალტი ვერ გაიტანა, "ლიონი" დამარცხდა (+VIDEO)

„ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1 ძალიან ცუდად დაიწყო და პირველივე ტურში „რენთან“ 0:3 დამარცხდა.

სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა. „ლიონმა“ მე-19 და 21-ე წუთებზე ორჯერ გაუშვა და სოლიდურად ჩამორჩა. ქართველი ფორვარდი აქტიურობდა, მაგრამ მთლიანად გუნდს ბევრი არაფერი გამოსდიოდა.

„ლომებმა“ შანსი 71-ე წუთზე მიიღეს, როცა პენალტი დაინიშნა. ბურთთან მიქაუტაძე მივიდა, მაგრამ ვეტერანმა სტივ მანდანდამ აჯობა. ეს მიქაუტაძის საკლუბო კარიერაში პირველი გაცუდებული პენალტი იყო. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მიწურულს „რენმა“ მესამეც გაიტანა და ადვილად მოიგო.

„ლიონი“ ლიგა 1-ის მეორე ტურში 24 აგვისტოს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111971