ფეხბურთი

22:45 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სეზონი კრახით დაიწყო

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონი კატასტროფულად დაიწყო. ანტონიო კონტეს გუნდი „ვერონას“ ესტუმრა და 0:3 განადგურდა.

„აძურის“ ძველი პრობლემები არსად გამქრალა, როგორც ჩანს, ვერც კონტემ მოახერხა ჯერჯერობით რამის შეცვლა, რადგან მისი გუნდი ძალიან უიმედოდ გამოიყურებოდა.

პირველ ტაიმში, სანამ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე იყო, კიდევ ქმნიდა შანსებს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ გაილაღა. რაც მთავარია, ნეაპოლელთა დაცვის ხაზში ბევრი და საგანგაშო პრობლემაა.

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, თითქოს მას თავზე ჰქონდა პრობლემა, მაგრამ „ნაპოლის“ ცნობით, კუნთების დაჭიმულობა აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია.

სამაგიეროდ, სერიოზულად რთულადაა „ნაპოლის“ საქმე. დაილონ როჩა ლივრამენტომ მეორე ტაიმის სტარტზე გახსნა ანგარიში, რასაც შემდეგ დანიელ მოსკერას დუბლი მოჰყვა - 3:0. „ვერონამ“ დიდებულად დაიწყო სეზონი, „ნაპოლიმ“ კრახით.

ანტონიო კონტეს ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ასეთ კრიზისში მყოფი გუნდის ფეხზე დაყენებას, საინტერესოა. მომდევნო ტურში „ნაპოლი“ 25 აგვისტოს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

სხვათა შორის, კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ უკვე ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია (მანამდე 0:0 იტალიის თასზე „მოდენასთან“).

„ვერონა“ – „ნაპოლი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 როჩა ლივრამენტო (50), 2:0 მოსკერა (75), 3:0 მოსკერა (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114259