გერმანიის თასის 1/32 ფინალში ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ლეგიონერმა ჯერ საგოლე პასი შეასრულა, ხოლო შემდეგ გოლის გატანა შეძლო. "კარლსრუემ" "ლოტე" დიდი ანგარიშით, 5:0 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების წევრის გუნდმა რეგიონალლიგის კლუბს ყველა კომპონენტში აჯობა. პირველი ტაიმი "კარლსრუემ" 2:0 მოიგო, მეორე გოლში წვლილი ზივზივაძემ საგოლე გადაცემით შეიტანა, რომელმაც ვანიცეკს გაატანინა.
მეორე ნახევარში ბუდუმ თავადაც გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 4:0 გახადა. ზივზივაძე 71-ე წუთზე შეცვალეს.
გეტყვით, რომ ქართველის გუნდი 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე კი 2024-25 წლების სეზონში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მან ჰეთ-თრიქი ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში "ნიურნბერგის" წინააღმდეგ შეასრულა.