ფეხბურთი

21:26 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ ახალი სეზონი კარგად დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დამაჯერებლად 2:0 აჯობა.

მატჩის დასაწყისში ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე მატეო კოვაჩიჩმა სხვაობა გააორმაგა და „ქალაქელებმა“ მოგებით დაიწყეს, ხოლო „ჩელსიში“ ენცო მარესკას წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა.

„მანჩესტერ სიტი“ მეორე ტურში „იფსვიჩს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჩელსი“ „ვულვზს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113262