ფეხბურთი

10:25 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

Mirror-მა გიორგი მამარდაშვილი კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს დაუკავშირა

ბრიტანული გამოცემა Mirror-ი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, შეიძლება გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში „ლივერპულს“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ აჯობოს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ინგლისური კლუბი დაინტერესებულია ქართველი მეკარით და მზადაა „ვალენსიას“ იმაზე მეტი შესთავაზოს, ვიდრე „ლივერპული“ სთავაზობს.

თუმცა, ტრანსფერს ერთი დაბრკოლება აქვს: „მანჩესტერმა“ უნდა მოახერხოს ჯეიდონ სანჩოს გასხვისება, რათა სახელფასო ბიუჯეტი გაათავისუფლოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მამარდაშვილს „ლივერპულთან“ პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ დაადასტურა, რომ ქართველი მეკარის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115381