ფეხბურთი

11:05 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული გამოცემა: "ჩაკვეტაძემ ყურადღება მოედნის შესანიშნავი ხედვით მიიპყრო"

გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. „უოტფორდის“ ნახევარმცველი „სტოკ სიტისთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია.

ბრიტანული გამოცემა uk.sports.yahoo-მ ამ შეხვედრიდან ხუთი ფაქტორი გამოარჩია და მათ შორის, ერთ-ერთი გიორგი ჩაკვეტაძის თამაში აღმოჩნდა:

„შემტევმა ნახევარმცველმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა იმ პერფორმანსის გამო, რომელიც მან აჩვენა და თავისი გუნდის ყველა საუკეთესო შეტევაში მონაწილეობდა. ქართველმა „სტოკის“ დაცვას პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ასევე მიიპყრო ყურადღება მოედნის შესანიშნავი ხედვით და თანაგუნდელებზე შესანიშნავი რამდენიმე ჯვარედინი პასით“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო: ორ ტურში გოლი და საგოლე პასია მის ანგარიშზე. „უოტფორდს“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, „დერბი ქაუნთისთან“ შინ ჩაატარებს.

0.116142