ფეხბურთი

0:38 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" გერმანიის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო (+VIDEO)

ლევერკუზენის „ბაიერმა“ გერმანიის სუპერთასი მოიგო. ჩაბი ალონსოს გუნდი სატიტულე შეხვედრაში „შტუტგარტს“ დაუპირისპირდა, რომელიც პენალტების სერიაში დაამარცხა.

ვიქტორ ბონიფასის გოლით „ფარმაცევტები“ სწრაფად დაწინაურდნენ, რასაც ოთხ წუთში ენცო მილომ უპასუხა. 37-ე წუთზე ტერიეს გაძევების გამო „ლევერკუზენი“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

„შვაბები“ ახლოს იყვნენ, რომ ეს უპირატესობა გამოეყენებინათ, რადგან 63-ე წუთზე დენის უნდავმა სტუმრები დააწინაურა. „შტუტგარტი“ უპირატესობას 88-ე წუთამდე ინარჩუნებდა, სანამ პატრიკ შიკმა არ გაათანაბრა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც „ლევერკუზენმა“ 4:3 მოიგო და გერმანიის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125349