ფეხბურთი

23:15 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ლიდერმა ქულები ისევ დაკარგა

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტური დაიწყო, რომლის პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა.

გორის „დილამ“ „თელავთან“ მორიგი ქულები დაკარგა. გათამაშების ლიდერი მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 5 წუთის შემდეგ ნიკოლაი ყიფიანმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„დილა“ 44 ქულით ლიდერია და 6 ქულით უსწრებს „ტორპედოს“, მაგრამ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში გორელები სწორედ უშუალო კონკურენტს ესტუმრებიან. „თელავი“ 19 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას „დინამო ბათუმთან“ ჩაატარებს.

ფოთის „კოლხეთმა“ გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ანგარიში გიორგი აბუაშვილმა გახსნა, რასაც ორ წუთში ნოდარ ქავთარაძემ უპასუხა. 78-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ერეკლე ჯიჯავაძემ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ 6 წუთში აბუაშვილმა მოახერხა თავის გამოჩენა, დუბლი შეასრულა და ფოთელებს მოაგებინა.

„კოლხეთი“ 27 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ ეთამაშება, ხოლო „გაგრა“ 21 ქულით მერვეა და წინ „სამტრედიასთან“ მატჩი აქვს.

„კოლხეთი“ – „გაგრა“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 აბუაშვილი (36), 1:1 ქავთარაძე (38), 2:1 აბუაშვილი (84)

„დილა“ – „თელავი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ანდრონიკაშვილი (90, პენ), 1:1 ყიფიანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115328