„პარი სენ-ჟერმენმა“ „რენიდან“ 19 წლის ფეხბურთელი დეზირ დუე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პარიზელებმა „რენს“ 50 მილიონი ევრო გადაუხადეს და ნიჭიერ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
დუე „რენის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან სულ ახლახან პარიზის ოლიმპიადაზე ითამაშა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.