„ნაპოლი“ ლისაბონის „ბენფიკადან“ დავიდ ნერეშს დაიმატებს. როგორც Mediaset-ი იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება ორშაბათისთვის ჩაინიშნა.
გარიგება 30 მილიონ ევროდ შედგება და ნერეში ანტონიო კონტეს გუნდის წევრი გახდება. მას შეტევაში თამაში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე შეუძლია.
დავიდ ნერეშს აქამდე „სან პაულუში“, „აიაქსსა“ და „შახტარში“ უთამაშია, ხოლო „ბენფიკას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.