ფეხბურთი

10:28 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დომინოს ეფექტით: "ფიორენტინა" ისლანდიელ ფეხბურთელს დაიმატებს

„ჯენოას“ და ისლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ალბერტ გუდმუნდსონი კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია.

ისლანდიელი ფლორენციულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „იებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის ფასი 8 მილიონი ევრო იქნება. „ფიორენტინას“ გუდმუნდსონის გამოსყიდვა გაისად 20 მილიონ ევროდ შეეძლება.

ისლანდიელის ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს: „ჯენოა“ „სასუოლოდან“ ანდრეა პინამონტის დაიმატებს, ხოლო „ფიორენტინას“ არგენტინელი ნახევარმცველი ნიკო გონსალესი ტურინის „იუვენტუსს“ შეუერთდება იჯარით და გამოსყიდვის უფლებით.

ალბერტ გუდმუნდსონმა გასულ სეზონში „ჯენოას“ მაისურით სერია A-ში შესანიშნავად ითამაშა და 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107877