დანიური „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა, რომელმაც ჩეხური ოსტრავას „ბანიკი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
ორივე შეხვედრაში ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა: დანიაში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ჩეხეთში - ჩეხებმაც 1:0, ხოლო დამატებით დროში არაფერი შეცვლილა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც „კოპენჰაგენმა“ 2:1 მოიგო.
ჩეხებმა 5-დან 4 პენალტი ვერ გაიტანეს, სამი სულაც კარს ზემოდან გადააცილეს - უბრალოდ კოშმარულად შეასრულეს პენალტები. არც დანიელები ბრწყინავდნენ, ოთხიდან მხოლოდ ორი პენალტი იყო ზუსტი, მაგრამ ეს მოსაგებად ეყოთ.
გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და მთლიანობაში 60 წუთი გაატარა მოედანზე, აღსანიშნავია, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. გიორგიმ დანიურ კლუბში მესამე შეხვედრა ჩაატარა. "კოპენჰაგენი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში შოტლანდიურ "კილმარნოკს" დაუპირისპირდება.