ფეხბურთი

19:44 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარკო როისი MLS-ში ითამაშებს

მარკო როისი კარიერას ლოს ანჯელეს „გალაქსის“ რიგებში გააგრძელებს. ამერიკულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

როისი „გალაქსის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გააფორმა.

მარკო როისი 2012-2024 წლებში „დორტმუნდში“ თამაშობდა, სადაც 429 შეხვედრაში 170 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ალენში“ და „გლადბახში“ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118419