ფეხბურთი

18:19 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ტიტულით დაწყება იდეალურია, "რეალში" თამაში რაღაც ფანტასტიკურია"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ სადებიუტო მატჩში გოლის გატანის და ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „რეალში“ თამაში მისთვის ყველაფერს ნიშნავს.

„ტიტულით დაწყება იდეალურია. ყველამ იცის, რას ნიშნავს ჩემთვის მადრიდის „რეალში“ თამაში, რაღაც ფანტასტიკურია. სტადიონზე ჯადოსნური ატმოსფერო იყო. მადრიდის „რეალი“ ტიტულების სინონიმია, ამიტომ ძალიან მნიშვნელლოვანი იყო ამ ტიტულის მოგება, ჩემთვის გოლის გატანაც მნიშვნელოვანი გახლდათ. ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა არის რაღაცები, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს. მწვრთნელმა დიდი თავისუფლება მოგვცა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გვთხოვა თამაშით სიამოვნება მიგვეღო“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ევროპის სუპერთასზე ბერგამოს „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა, ხოლო მბაპემ გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114444