ფეხბურთი

23:17 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას "სლოვანმა" დვალის "აპოელი" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია

ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „აპოელი“ დაამარცხა.

სლოვაკებმა შინ 2:0 მოიგეს, ხოლო დღეს კვიპროსში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. გურამ კაშიამ და ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშეს, კაშია შეხვედრის მიწურულს გააფრთხილეს.

„სლოვანი“ აგრძელებს ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას და ერთადერთი ბარიერი რჩება, ხოლო „აპოელი“ გამოსვლას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა „ზალცბურგიც“, რომელმაც „ტვენტესთან“ სტუმრად ფრედ, 3:3 ითამაშა, ვინაიდან შინ მოგებული ჰქონდა (2:1), ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა. ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ კი, პოლონურ „იაგელონიას“ 4:1 აჯობა, ორი შეხვედრის ჯამში 5:1 სძლია და ერთი ნაბიჯი აშორებს ჯგუფურ ეტაპს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111269