ფეხბურთი

21:17 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დაჩი ლორთქიფანიძემ "კრემონეზესთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა

„კრემონეზემ“ დაჩი ლორთქიფანიძეს კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის კარიერაში პირველი პროფესიული ხელშეკრულებაა.

ლორთქიფანიძესა და კრემონულ კლუბს შორის კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. დაჩიმ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი მთავარ გუნდთან ერთად გაიარა, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი, მოსალოდნელია, რომ მთავარ გუნდში საბოლოოდ გადაიყვანენ.

ლორთქიფანიძე აქამდე „კრემონეზეს“ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში პრიმავერა 1-ში გადავიდა.

19 წლის დაჩი ლორთქიფანიძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი და 21-წლამდე ნაკრების კანდიდატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121352