სან სებასტიანის „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელმა მარტინ სუბიმენდიმ „ლივერპულში“ გადასვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ Relevo იტყობინება.
ინგლისური კლუბი მზად იყო 25 წლის ესპანელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ როგორც ჩანს, სუბიმენდიმ ბასკურ კლუბში დარჩენა ამჯობინა.
გასულ სეზონში სუბიმენდიმ „სოსიედადში“ 45 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი მიითვალა.