ფეხბურთი

11:08 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" გერმანელი თავდამსხმელი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ჰოფენჰაიმიდან“ მაქსიმილიან ბაიერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „ყვითლებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი შეადგინა.

მაქსიმილიან ბაიერმა თავი გასულ სეზონში გამოიჩინა და ბუნდესლიგის 33 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა. მან „დორტმუნდში“ ნიკლას ფიულკრუგი უნდა შეცვალოს, რომელიც „ვესტ ჰემში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116739