ფეხბურთი

20:04 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" დირექტორი: "მამარდაშვილზე ორ შეთავაზებაზე უარი ვთქვით"

„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილზე ორი შეთავაზება უარით გაისტუმრეს.

თუმცა, კორონა მაინც არ გამორიცხავს, რომ მამარდაშვილმა კლუბი დატოვოს, რადგან ასევე აღნიშნა, რომ კლუბი ბიუჯეტის ბალანსირებაზე მუშაობს.

მოგეხსენებათ, „ვალენსია“ მამარდაშვილში 40 მილიონ ევროს ითხოვს. ქართველ მეკარეს ბოლო დღეებში ყველაზე მეტად ინგლისურ „ლივერპულს“ უკავშირებს, მაგრამ ჯერჯერობით, გიორგი „ღამურების“ რიგებში ვარჯიშობს და ახალი სეზონისთვის ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111813