ფეხბურთი

18:38 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კუპმაინერსმა "ატალანტაში" ვარჯიშზე უარი თქვა და "იუვენტუსში" წასვლა სურს

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელ ტეუნ კუპმაინერსს ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა სურს.

როგორც იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თქვა, კუპმაინერსი უარს ამბობს „ატალანტაში“ არათუ თამაშზე, არამედ ვარჯიშზეც კი, რადგან მას „იუვესთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და კლუბს გაყიდვის მოთხოვნა წაუყენა.

„ატალანტა“ 26 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ტურინელები 45 მილიონს სთავაზობენ, ამიტომაც, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, მაგრამ ნიდერლანდელის პროტესტმა შეიძლება შედეგი გამოიღოს.

ტეუნ კუპმაინერსი „ატალანტაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 129 შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი.

0.114552