ფეხბურთი

17:52 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "ბუდუ მაგარ ფორმაშია, მაგრამ მხოლოდ მის გოლებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული"

"კარლსრუეს" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა დიუსელდორფის "ფორტუნასთან" მატჩამდე ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა და რუდი ფიოლერსაც შეადარა.

„ბუდუ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, ეს დაამტკიცა, როცა ჩვენს ნახევარზე 2-3 ორთაბრძოლა მოიგო, მისი მებრძოლი სულისკვეთების გამო გულშემატკივრები შესაბამის პატივს სცემენ. პუბლიკასთან ერთიერთობა რა თქმა უნდა, უნიკალურია. არსებობს რუდი ფიოლერი და შემდეგ გერმანიის სტადიონებზე არსებობს ბუდუ ზივზივაძე. გულშემატკივრებს მოსწონთ მისი სახელის სკანდირება, რადგან, როგორც რუდი ფიოლერის შემთხევაში ბევრი უ-ს წარმოთქმა გამოსდით - რუუუდი და ბუუუდუ. თუმცა, მხოლოდ ზივზივაძეზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და არ უნდა ველოდოთ, რომ ყოველ კვირაში 3 გოლს გაიტანა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ამის გაკეთება და ბევრი გოლის გატანა, რითაც ჩემგან და ბიჭებისგან კიდევ უფრო მეტ სიყვარულს მიიღებს“, - თქვა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და II ბუნდესლიგის პირველ ტურში "ნიურნბერგის" წინააღმდეგ (3:2) ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116113