ფეხბურთი

16:19 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოპენჰაგენის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილს რაღაცები დასახვეწი აქვს, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით"

დანიური „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ქართველს რაღაცები დასახვეწი აქვს, მაგრამ დებიუტისთვის თავი კარგად წარმოაჩინა.

„გვიხარია, რომ გიორგიმ პირველი მატჩი ჩაატარა „პარკენზე“, რაც ადვილი არ არის და თავი კარგად წარმოაჩინა. რაღაცებში დახვეწა სჭირდება და ამაში ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ ვფიქრობ, იმედისმომცემი დასაწყისია“, - თქვა ნესტურპმა.

თავისი დებიუტის შესახებ ქართველმა მცველმაც ისაუბრა: „ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით, მთავარია, რომ მოვიგეთ. ჩემი თანაგუნდელები მეხმარებოდნენ და ამისთვის მადლობა. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ ჩემი თამაშით და რაღაცების გაუმჯობესება შემიძლია, მაგრამ თამაში დავიწყე და მთავარია გამარჯვებების სერია გავაგრძელოთ. „პარკენზე“ თამაში ფანტასტიკური იყო. ბევრი მსმენია აქაური მხარდაჭერის შესახებ, მეორე ტაიმში ტრიბუნებიდან ჩემი სახელი ისმოდა და ძალიან კარგი იყო, ნამდვილად გასაოცარი ატმოსფერო გახლდათ“, - თქვა გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენს“ „შახტარიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

0.126023