„მილანის“ სპორტულმა და კომერციულმა მრჩეველმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მწვრთნელ ფაბიო კაპელოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„იუვენტუსში" მწვრთნელად ფაბიო კაპელო მყავდა. მან დამანგრია. მაგრამ ამავე დროს, დამხვეწა. ის მეუბნებოდა: „დღეს ნაგავი ხარ, ხვალ საუკეთესო იქნები." და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ საუკეთესო ვიყავი, ამის გაგონებამ მომკლა. რაღაც მომენტში, ვერაფერი გავიგე და ვკითხე საკუთარ თავს: „ნამდვილად საუკეთესო ვარ თუ სულელი?" ეს მისი მეთოდი იყო მოტივაციისთვის, რომ საუკეთესო გავმხდარიყავი და ასეც მოხდა“, - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში.
42 წლის ყოფილმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, 2023 წლის ივნისში „მილანში“ დასრულა საფეხბურთო კარიერა. ამავე წლის დეკემბერში კი ამერიკული საინვესტიციო კომპანია Redbird-ის უფროს მრჩევლად დაინიშნა, რომელიც ფლობს „მილანს.“
ზლატანის ამოცანები „როსონერის“ მენეჯმენტის სტრუქტურაში არის მოთამაშეების განვითარების და მათი მომზადების მეთოდების შემუშავება, „მილანის“ ბრენდის პოპულარიზაცია და მისი კომერციული ინტერესები.